ტრამპის თქმით, ევროკავშირის პროდუქციაზე ტარიფებს მალე დააწესებს

FILE PHOTO: U.S. President Donald Trump signs documents as he issues executive orders and pardons for Jan. 6 defendants in the Oval Office at the White House on Inauguration Day in Washington, U.S., January 20, 2025. REUTERS/Carlos Barria/File Photo

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს ხანში ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„კონკრეტული გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ ეს საკმაოდ მალე მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა ევროკავშირთან ურთიერთობაში 300 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„ისინი არ ყიდულობენ ჩვენს მანქანებს, ისინი არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ისინი არაფერს ყიდულობენ, სამაგიეროდ, ჩვენ მათგან ვიღებთ ყველაფერს – მილიონობით მანქანას, უზარმაზარი რაოდენობის საკვებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას“, – განაცხადა ტრამპმა.

ევროკავშირში სინანული გამოთქვეს ტრამპის გადაწყვეტილების გამო და განაცხადეს, რომ ბრიუსელი აპირებს „გადამჭრელი პასუხი გასცეს“ ნებისმიერი სავაჭრო პარტნიორის ქმედებებს, რომელიც უსამართლოდ ან თვითნებურად აწესებს ტარიფებს.

მანამდე ტრამპმა ტარიფები დააწესა კანადის, ჩინეთისა და მექსიკის პროდუქციაზე. აშშ-ის მეზობელი ქვეყნების, კანადისა და მექსიკის საქონელზე გადასახადი 25 პროცენტამდე იქნება, კანადურ ენერგორესურსებზე კი 10 პროცენტი. ათპროცენტიანი განაკვეთი დაწესდა ჩინეთის საქონელზეც.

ტრამპის ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს ოტავაში, პეკინსა და მეხიკოში და განაცხადეს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები