სირიაში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

სირიაში მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პირი.

სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქება სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ მანბიჯის გარეუბანში, მთავარ გზაზე მოხდა.

აფეთქება უკვე მეორეა ბოლო სამი დღის განმავლობაში. შაბათს მანბიჯში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა კიდევ ერთი მანქანის აფეთქების შედეგად.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები