დონალდ ტრამპი – USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ

USAID-ს რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავდა – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.

დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა USAID-ი და განაცხადა, რომ სააგენტოს მომავალი განხილვის პროცესშია.

მისივე თქმით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სააგენტოსთან დაკავშირებით ისინი ხელმძღვანელობის ჩამოშორების შემდეგ მიიღებენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი გუშინ გაითიშა. „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები