“თბილისი მოლთან” შეკრებილებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს
საპროტესტო აქციის მონაწილეები “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მათ საავტომობილო გზის ნაწილი დააკავეს.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ისინი შეკრებილებს მოუწოდებენ, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.