“მხოლოდ ორ ზოლს ვაფერხებთ; შსს-ს განცხადებას ხომ გაეცანით? ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არის, რომლის დაკეტვა, ბლოკირება არ შეიძლება” – გოგა მემანიშვილი
„გზა არ დაიკეტება, იმოძრავებთ ორ ზოლში, როგორც შევთანხმდით, საპატრულო თანამშრომლები – შიდა მხარეს”, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა განაცხადა და აქციის მონაწილეებს მიმართა.
“მხოლოდ ორ ზოლს ვაფერხებთ. შსს-ს განცხადებას ხომ გაეცანით? ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არის, რომლის დაკეტვა, ბლოკირება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გეხმარებით, ოღონდ იმ ზოლებს არ ვითვისებთ. ეს არ არის რუსთაველის გამზირი, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის კვანძი. აქედან გამომდინარე, ამ გზის ბლოკირება დაუშვებელია“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
“თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილნი, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.