“როდესაც დარწმუნდნენ, რომ „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა საქართველოში, ყველა გზას იყენებენ რადიკალები იმისთვის, რომ სიტუაციის გამწვავებას რაიმე ფორმით ხელი შეუწყონ” – მათიკაშვილი

“მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა საქართველოში, ყველა გზას, ყველა ნაბიჯს იყენებენ რადიკალები იმისთვის, რომ სიტუაციის გამწვავებას რაიმე ფორმით ხელი შეუწყონ და ზუსტად ეს ვიხილეთ ჩვენ ბათუმშიც”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატი გახარია-სამხარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ამ ძალადობას მოჰყვა პასუხი, ასევე ძალადობა. ცხადია, ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, თუმცა, როდესაც პირველი ძალადობ, იმის ჰიპოთეტური მოლოდინი მაინც უნდა გქონდეს, რომ შენ ძალადობას პასუხს გასცემენ და ასეც მოხდა. ეს არის სამწუხარო. ბუნებრივია, ძალადობა უნდა დაიგმოს და შეწყდეს ჩვენ ქვეყანაში. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძალადობა შობს ძალადობას და ხმლის ამღები ხმლითვე დაეცესო, არის ნათქვამი. შესაბამისად, როგორც კი ჩვენმა რადიკალმა ოპოზიციონერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნახეს, რომ მათ ვერ აიყოლიეს საზოგადოება, მათ ვერ მოატყუეს ქართველი ხალხი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ვინ გაიმარჯვა არჩევნებში, ვინაიდან საკუთარი თვალით იხილა ის რიგები, რომლებიც იდგა საარჩევნო ყუთებთან, როგორც კი ეს მათ იგრძნეს, ისინი გადავიდნენ აშკარა დესტრუქციაზე. ამ ყველაფერში არ ერიდებიან აბსოლუტურად არაფერს.

ღრმად მწამს, ძალიან მალე კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებიან რადიკალები, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომ სრულიად შეუძლებელია მათი რადიკალური მიზნების განხორციელება ჩვენ ქვეყანაში. ისინი ვეღარ მიიღებენ რადიკალურ, დესტრუქციულ დავალებებს ქვეყნის ფარგლებს გარედან, ვინაიდან, იქაც, ცხადია შეიცვლება სიტუაცია და ყველაფერი ამაზე მეტყველებს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში და არამხოლოდ. ბუნებრივია, თავის რადიკალურ, დესტრუქციულ და ანტიქართულ მიზნებზე ისინი ხელს აიღებენ. საზოგადოება არის ბრძენი, დიდი გამოცდილება მიიღო ქართველმა ხალხმა და არ არის ადვილი მათი მოტყუება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები