გიორგი ვოლსკი: ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მავნებლების გეგმით და ამოცანით გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

“ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მავნებლების გეგმით და ამოცანით გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით,  ტრენდია, თითქოს საქართველო ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას არ იმსახურებს.

„საქართველოსთვის ევროსაბჭოში საქმიანობის შეჩერება, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, ზოგადად, საქართველოს ასოცირებულ წევრობაზე უარის თქმა – ეს მუდმივად იყო ჩვენი ოპოზიციად წოდებული სუბიექტების მცდელობა და მთავარი ძალისხმევა, რაც არაერთხელ გამეორებული რევოლუციური სცენარის გარკვეული ნაწილია.

მათ სურთ, გარკვეული შეფერხებები შეიქმნას ამ გზაზე. ტრენდია, მოგონილი ლეგენდაა, თითქოს საქართველო არ იმსახურებს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას ან რაღაც მოგონილი რუსული ორბიტის თემაა წინ წამოწეული, მაშინ როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არც უნდა არსებობდეს. ყველა არგუმენტი გაუქმებულია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მავნებლების გეგმით და ამოცანით გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები