ვლადიმერ ბოჟაძე ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ შეფასებაზე: ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია – ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების არ დაცვას, ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას

„ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების არ დაცვას, ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული შეფასების პასუხად განუცხადა.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ აღნიშნა, საქართველო სრულად არის მიერთებული საერთაშორისო სანქციებს და მას სრულად იცავს.

„ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების არ დაცვას, ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას. ყველას კარგად გვახსოვს იმ სახელმწიფოების წარმომადგენლების ვიზიტი, ვისაც რეალურად დაუწესეს [სანქციები], ევროკავშირის, ბრიტანეთის, ამერიკის, ბატონ ო’ ბრაიენის ვიზიტი საქართველოში, სადაც მათ შეხვედრა მადლიერებით დაიწყეს სწორედ იმიტომ, რომ საქართველო აბსოლუტურად იცავს სრულად ყველა საერთაშორისო სანქციას.

სრულად ვართ მიერთებული საერთაშორისო სანქციებს და სრულად ვიცავთ. ჩვენი პარტნიორებისგან არცერთი საყვედური ამ თვალსაზრისით არ მოგვისმენია“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის სხდომას სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა პროფესიით ჟურნალისტი ოლესია ვართანიანი. მან რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე საუბრისას ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა და ისრები საქართველოსკენ გადმოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები