გურამ მაჭარაშვილი: გვახსოვს, რომ ე.წ. შავ ხვრელებთან დაკავშირებით თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა განცხადებები და საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებას აბრალებდნენ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ მორიგ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ე.წ. შავ ხვრელებთან დაკავშირებით თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა განცხადებები გაკეთებული და საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებას აბრალებდნენ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ე.წ. შავ ხვრელებთან დაკავშირებით თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა განცხადებები და საკუთარ ქვეყანას აბრალებდნენ საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებას, შავ ხვრელებს და ა.შ. და მერე ჩამოვიდნენ ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები და თქვეს, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა მუშაობს კარგად და არავითარი საერთაშორისო სანქციების დარღვევა არ არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის სხდომას სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა პროფესიით ჟურნალისტი ოლესია ვართანიანი. მან რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე საუბრისას ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა და ისრები საქართველოსკენ გადმოიტანა.