„არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, რომ ხელი აქვთ ჩაქნეული გაყალბების დამტკიცებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“არჩევნებზე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მთლიანად რადიკალური ოპოზიციიდან ჰყავდა 25 ათას ადამიანზე მეტი წარმომადგენელი, მათი ოჯახის წევრებიც მიამატეთ და 100 ათასი ადამიანი იყო დამკვირვებელი, პირდაპირ ეთერში, პირადად აკვირდებოდა არჩევნებს და ერთმა მაინც როგორ ვერ დააფიქსირა? ყველას მობილურები ჰქონდა. შესაბამისად, ამ საკითხზე თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული. არიან ისეთი ფსიქოლოგიის ადამიანები, ვისაც ვერ დააჯერებ. მაგალითად, დღეა, მას ჰგონია, რომ ღამეა. გაყალბებასთან დაკავშირებით თავად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობაშიც უკვე არანაირი კითხვის ნიშნები აღარ არის“, – აღნიშნავს დეპუტატი.