შალვა პაპუაშვილი: “მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს გულებში, ოჯახებსა და სამშობლოში. 2025 წელი ყოფილიყოს სიკეთის, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მომტანი წელი”

„უპირველეს ყოვლისა, კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს. მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს გულებში, ოჯახებსა და სამშობლოში. 2025 წელი ყოფილიყოს სიკეთის, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მომტანი წელი. მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი. ბედნიერება ყოფილიყოს თითოეული ჩვენი თანამოქალაქის გულში”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სახალხო დღესასწაულზე, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად ტრადიციულ საკალანდო რიტუალს დაესწრო.

ოზურგეთში, სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ ეზოში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები