“არ გავურბივარ პასუხისმგებლობას” – მზია ამაღლობელი
“არ გავურბივარ პასუხისმგებლობას”, – ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოზე განაცხადა.
სხდომაზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.