“გადავწყვიტე, ახალი წლის მობრძანება ანა კალანდაძის ლამაზი ლექსით მოგილოცოთ” – საქართველოში ბრიტანეთის ელჩი
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი მოსახლეობას შობასა და ახალ წელს ულოცავს.
„მოგესალმებით, გადავწყვიტე, ახალი წლის მობრძანება ანა კალანდაძის ამ ლამაზი ლექსით მოგილოცოთ. გილოცავთ ყველას შობასა და ახალ წელს“, – აცხადებს გარეტ უორდი.
შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.