ექიმი ორთაჭალაში დაშავებულის მდგომარეობაზე: კლინიკაში რჩება 25 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანება საკმაოდ მძიმეა

“ნიუ ჰოსპიტალსის” სამედიცინო დირექტორმა, გიორგი კორძახიამ ორთაჭალაში დევნილთა დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, კლინიკაში რჩება 25 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანება საკმაოდ მძიმეა.

“ჩვენს კლინიკაში მოყვანილი არის სამი პაციენტი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის და ორი მოზრდილი. ორის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ბავშვი იწერება უკვე ბინაზე, მიეცემა რეკომენდაციები და დაკვირვების ქვეშ გაეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, იმიტომ რომ მსუბუქი დაზიანება იყო. კლინიკაში რჩება 25 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანება არის საკმაოდ მძიმე, ეს არის ქალა ტვინის დაზიანება და გულმკერდის დახურული ტრავმა”, – აღნიშნა ექიმმა.

ცნობისთვის, თბილისში, ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები