„ეს გამოხატვის თავისუფლება თუ არის, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, მიმტანები რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების ულუფაში აფურთხებენ, შემდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„როდესაც საუბარი იქნება უცხოელ პარტნიორებთან, იქ კითხვა უნდა დავუსვათ უცხოელ პარტნიორებს, როგორ აფასებენ ისინი მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისა და ე.წ. პოლიტიკოსების საქციელს, როდესაც ისინი მიმტანებს მოუწოდებენ, რომ საჭმელში ჩააფურთხონ და ასე მიუტანონ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს. ეს გამოხატვის თავისუფლება თუ არის, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, მიმტანები რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების ულუფაში აფურთხებენ, შემდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.