“ხელისუფლება აპირებს საგამოძიებო კომისიის შექმნას 2003 – 2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არასაკმარისად მიგვაჩნია და ვამბობთ, რომ 2012 წლის შემდეგაც იყოს გამოძიებული” – ვატო შაქარიშვილი
“მტკიცებულებებს თავიანთი ავტორები ჰყავთ, დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც წლების განმავლობაში ღიად მტრობენ საქართველოს, მის ინტერესებს, იქნება ეს წერილებით, თუ იმ საქმიანობით, როცა ევროკავშირის სტრუქტურების დერეფნებში დარბოდნენ და ეხვეწებოდნენ მათ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭებინათ”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
„იყო ეტაპი, როცა ითხოვდნენ სტატუსის შეჩერებას, რომ სტატუსი არ მოეცათ. ზოგი რუსეთიდან ფინანსდება რუბლებით, ზოგი ამერიკიდან. არყევენ ჩვენს ქვეყანას, ძირს უთხრიან, რევოლუციურ სცენარებს აპირებენ, ერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ მოვიდნენ რამენაირად ხელისუფლებაში, საკუთარ დამკვეთებს შეუსრულონ დავალება და ჩვენი ქვეყანა ჩართონ დამანგრეველ, დამღუპველ ომში.
ვნახეთ, რომ ხელისუფლება აპირებს საგამოძიებო კომისიის შექმნას 2003 -2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არასაკმარისად მიგვაჩნია და ვამბობთ, რომ აუცილებელია 2012 წლის შემდეგ, უკვე ოპოზიციიდან რასაც სჩადიან ეს ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები 4 პარტიად დაშლილი აგენტურული ქსელი, იყოს გამოძიებული“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.