არჩილ გორდულაძე: მიხაელ როთის ჩამოსვლა და წასვლა საერთოდ არ არის საინტერესო, ის არის ერთი ჩვეულებრივი „ნაცი“ მხარდამჭერი და ყოველთვის ცდილობს, რომ მისი განცხადებები იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა
მისი ჩამოსვლა და წასვლა საერთოდ არ არის საინტერესო. ის არის ერთი ჩვეულებრივი „ნაცი“ მხარდამჭერი და ყოველთვის ცდილობს, რომ მისი განცხადებები იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მიხაელ როთის დაანონსებულ ვიზიტზე.
„ძალიან გაუტკბა მიხაელ როთს საქართველოში სტუმრობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ სტუმრობა არ არის. საკუთარ ქვეყანაში რომ უარი უთხრეს და დიდი პრობლემები რომ აქვს მას, როგორც პოლიტიკოსს და ასევე იმ ძალას, რომელსაც წარმოადგენდა, ახლა მოიცალა საქართველოსთვის და საქართველოში ჩამოდის. ამ ადამიანის შესახებ საერთოდ ლაპარაკსაც კი არ აქვს აზრი. ამ ადამიანმა პირველ რიგში ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ერის, ეკლესიის და სამღვდელოების, მრევლის წინაშე და კარგად დაფიქრდეს, როდესაც საქართველოზე, ქართველ ხალხზე რაიმეს იტყვის. მისი ჩამოსვლა და წასვლა საერთოდ არ არის საინტერესო. ის არის ერთი ჩვეულებრივი „ნაცი“ მხარდამჭერი და ყოველთვის ცდილობს, რომ მისი განცხადებები იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა“, – აღნიშნა გორდულაძემ.