არჩილ გორდულაძე – საგამოძიებო კომისიაზე: მართალია, გარკვეულმა პირებმა თავიანთი დანაშაულის გამო უკვე აგეს პასუხი, მაგრამ არ მომხდარა მათი საქმიანობის სისტემურად შეფასება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ მწამებლური რეჟიმიც კი უწოდა

მართალია, გარკვეულმა პირებმა თავიანთი დანაშაულის გამო უკვე აგეს პასუხი სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მაგრამ არ მომხდარა მათი საქმიანობის სისტემურად შეფასება, რომელსაც, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლომ მწამებლური რეჟიმიც კი უწოდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია ქვეყნის წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. უნდა შეფასდეს ის ძალა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, რომელსაც არაერთი უბედურება აქვს დატრიალებული ჩვენს ქვეყანაში. მართალია, გარკვეულმა პირებმა თავიანთი დანაშაულის გამო უკვე აგეს პასუხი სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მაგრამ არ მომხდარა მათი საქმიანობის სისტემურად შეფასება, რომელსაც, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლომ მწამებლური რეჟიმიც კი უწოდა.

ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ხელი აეღოთ ამ დანაშაულებზე, მაგრამ ისინი არ გამოსწორებულან. ახლაც არავის უნდა გაუკვირდეს, რომ არც ამ კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც პარლამენტის წევრები, მაგრამ მოუწევთ, წარდგნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცალკე დანაშაულია და იმ მრავალ დანაშაულებს კიდევ ერთი მიემატება, რომელიც ასე უხვად აქვთ ჩადენილი“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები