ვატო შაქარიშვილი: იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდეს, აუცილებელია პოლიტიკური საზოგადოებრივი სივრცე გაიწმინდოს აგენტურული ქსელისგან
მისასალმებელია ინიციატივა 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდეს, აუცილებელია პოლიტიკური საზოგადოებრივი სივრცე გაიწმინდოს აგენტურული ქსელისგან.
„ეს უნდა იყოს გასამართლებული როგორც რეჟიმი და არა ცალკე აღებული ჩადენილი უამრავი დანაშაული, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია შესაბამისი პირები იყვნენ პასუხისგებაში მიცემულები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ უკვე ოპოზიციიდან აგრძელებენ დანაშაულებრივ საქმიანობას, წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს. იმისთვის, რომ ეს დასრულდეს და ჩვენს ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა, ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, აუცილებელია პოლიტიკური საზოგადოებრივი სივრცე გაიწმინდოს აგენტურული, ჯაშუშური ქსელისგან“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.