ლოს ანჯელესში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ცეცხლმა ასობით ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.
სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, 30 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, ხოლო 13 000 შენობას საფრთხე ემუქრება.
ამასთან, ხანძრის გამო კალიფორნიაში მილიონობით ადამიანისთვის წითელი დონის გაფრთხილება გამოცხადდა, რაც უკიდურეს საფრთხეს ნიშნავს.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხანძრით დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი შტატს საჭირო დახმარებას გაუწევს.