მარგუს ცაჰკნა: შთამაგონებელი სურათებია საქართველოდან, პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა თბილისსა და რეგიონებში გამართულ „ერთობის ჯაჭვის“ აქციას ეხმაურება.
„შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან. ესტონელებმა ყველაფერი იციან ერთობლივი მიზნისთვის ხელების ჩაკიდების ძალაზე. პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია – ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას“, – წერს ცაჰკნა X-ზე.