ლევან მახაშვილი: ელჩების კონფერენციაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე 

“ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გამახვილდა.

“ელჩების კონფერენციაზე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის საქართველოს როლი მსოფლიოში, როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და როლი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში და რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ დაცული იყოს მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ეროვნული ინტერესები.

განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე ევროატლანტიკურ სივრცეში და რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ერთობლივად, როგორც პარლამენტმა ისე მთავრობამ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესი, რაც არის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები