ნიკოლოზ სამხარაძე ელჩების კონფერენციაზე: დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში

„დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით განუცხადა.

„საუბარი იყო ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენაზე, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ნატოში ინტეგრაციაზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ასევე, საგარეო ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, დიასპორასთან ურთიერთობებზე. მოკლედ, ჩვენ დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემულია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები