შალვა პაპუაშვილი: ირაკლი რუხაძემ მთავარი სათქმელი ის თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს ქვეყანა სტაბილურად ვითარდება და არის მშვიდობა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებები შეაფასა.

„ირაკლი რუხაძემ მთავარი სათქმელი ის თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა და დღეს ქვეყანაში არის ის თავისუფლება, რომელიც მათ შორის ზოგიერთ ბიზნესმენს ამხელს. თუ რამდენად მშიშარები ყოფილან ზოგიერთი ბიზნესის წარმომადგენლები. თან რუსეთში ვაჭრობენ და თან დგანან და ევროპის მზეს იფიცებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები