დათუნა სირბილაძე: ძალიან დიდი მუხტი, იმედი და სიხარული იგრძნობა რეგიონებში, სადაც სიამოვნებით ვმონაწილეობ საახალწლო კონცერტებში

“ძალიან დიდი მუხტი, იმედი და სიხარული იგრძნობა რეგიონებში, სადაც სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას საახალწლო კონცერტებში, მრავლად შეკრებილი ჩვენი მსმენელისგან, რომლებიც იქ გველოდებიან,” – ამის შესახებ მომღერალი დათუნა სირბილაძე სოციალურ ქსელში წერს.

სირბილაძე ბედნიერ დამდეგ 2025 წელს უსურვებს ყველას.

“ძალიან ლამაზი დღეები მოდის! ახალი წელი, შობა და ეს პერიოდი. მზადება და იმის იმედი რომ შემდგომი წელი გამორჩეულად ბედნიერი იქნება – ეს შეგრძნება ყველას აერთიანებს ყოველთვის! სწორედ ბედნიერება, წარმატება და ბევრი სიხარული მინდა ვუსურვო 2025 წელს ყველას და განსაკუთრებით ჩემს ქვეყანას! სიმღერა ჩემთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სწორედ მისი საშუალებით გამოვხატავ მადლიერებას და სიყვარულს მსმენელის წინაშე! ძალიან დიდი მუხტი, იმედი და სიხარული იგრძნობა რეგიონებში, სადაც სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას საახალწლო კონცერტებში, მრავლად შეკრებილი ჩვენი მსმენელისგან, რომლებიც იქ გველოდებიან, რათა მივულოცოთ და გავულამაზოთ ახალი წლის წინა დღეები! გილოცავთ დამდეგ 2025 წელს! გისურვებთ წარმატებას და უფრო მეტ სიყვარულს!”- წერს დათუნა სირბილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები