შალვა პაპუაშვილი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ყაზახეთში აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„დიდი მწუხარებით თანავუგრძნობ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. თანავუგრძნობ მთელ აზერბაიჯანელ ერს. ჩვენ თანაზიარნი ვართ თქვენი მწუხარების და ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს პაპუაშვილი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები