“საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესის ჩატარებაზე” – იონათამიშვილი

“საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესის ჩატარებაზე”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ექნება მსჯელობები რეკომენდაციების შესრულებაზე.

„ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ამის მზადყოფნა, რომ ამ საკითხებზე სამუშაო პროცესი გვექნება. ამიტომ, ვინც დღეს ემიჯნება ამ პროცესს და არ უნდა ამ რეალობის აღიარება ის, რასაკვირველია, პოლიტიკურ ჰარაკირს უტარებს საკუთარ თავსაც და ამბიციებსაც. პროცესი გაგრძელდება, ჩვენ გვექნება მსჯელობები რეკომენდაციების შესრულებაზე და, რა თქმა უნდა, თითოეული საკითხის ირგვლივ გვექნება შესაბამისი დისკუსია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები