დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს
“ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი რადიკალიზმის გზას ადგას.
“კონსულტაციები არაფრისთვის, კონსულტაციები უშედეგობისთვის – ასე შემიძლია დავახასიათო საუბრები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მოდის აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანების მხრიდან. ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა განახორციელოს იმ ჩარჩოებს მიღმა, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, რა თქმა უნდა, ცდება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებს. ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს მას. ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, რომ ამ სისულელის შემდეგი პროცესი და ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად გასაკვირი იყოს საზოგადოებისთვის. ნამდვილად, სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა მის გარდა არიან ადამიანები, რომლებიც კითხულობენ კონსტიტუციას, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციაშიც. ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წევრებს შორის, რამდენადაც ჩვენ ვიცით, არ არის უნისონი ამ კუთხით. ეს ასევე, იმაზე მეტყველებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაშიც რაღაცა კონსტიტუციის და კონსტიტუციონალიზაციის აღქმის საკითხი ბოლომდე არ არის დაკარგული. იქ არიან ადამიანები, რომლებიც საღად კითხულობენ კონსტიტუციას. ნუ, ესეც ასე რომ არ იყოს, მაინც ნებისმიერ შემთხვევაში, რადიკალიზმი, რა გზასაც ზურაბიშვილი ადგას, აბსოლუტურად მწვანეს უნთებს ყველგან სისულელის კეთებაში, თუმცა ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ასეთ მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს ის არ ჩაიდენს და კიდევ უფრო მასხრად არ აიგდებს თავის თავს“ , – განაცხადა მათიკაშვილმა.