მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს.

ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიებას საარჩევნო კოლეგიის წევრები – ე.წ. ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები