“ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა” – ნინო წილოსანი
“ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
ის “ქართული ოცნების” ლიდერ მამუკა მდინარაძესა და ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება.
“რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვპასუხობ:
ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა
.
რატომ გონია, რომ სადმე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამით, მართლა მიკვირს.. შეიძლება ის ნაცებს და ლგბტ აქტივისტებს ძალიან მოსწონთ, რადგან მისი აქტივიზმი ფაქტია მხოლოდ არაქართული გეგმების და აგენტურული ნაცპარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!
დღეს კი უდავოდ ბინძური დავალების შესრულება აიღო თავის თავზე, ოღონდ არ გამოუვიდა და თავისივე პოსტში თავს იმართლებდა შემკვეთებთან”, – წერს წილოსანი.