„ასპრია ფიტნესი“: გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე, მომხმარებლები განაგრძობენ ვარჯიშს

„ასპრია ფიტნესი“ განცხადებას ავრცელებს.

მათივე განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე, მომხმარებლები განაგრძობენ ვარჯიშს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

„ასპრია ფიტნესის“ დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს“, – ნათქვამია ფიტნეს ცენტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები