არჩილ გორდულაძე: სააკაშვილი ვერ სწავლობს ჭკუას მიუხედავად იმისა, რომ ის პასუხისგებაშია მიცემული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების გამო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვივამედიდან“ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ის ვერ სწავლობს ჭკუას მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია იხდის სასჯელს სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამო.

„ვერ სწავლობს ჭკუას მიუხედავად იმისა, რომ ის პასუხისგებაშია მიცემული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების გამო და დიდი ხანია იხდის სასჯელს. მაინც ვერ მოეგო გონს და ვერც მოეგება. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ვერ შეიცვლის ზნეს მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები. ეს არის ზუსტად მათი ჯაშუშური საქმიანობის კიდევ ერთი გამოვლინება“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მსჯავრდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები