დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის განცხადებები ასახავს იმ გეგმებს, რომლებიც რადიკალებს გააჩნიათ
საააკაშვილის განცხადებიდან დასტურდება, რომ რადიკალები აორგანიზებენ აქციებს და ჩამოჰყავთ ხალხი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„მისი განცხადებები ერთგვარად ასახავს იმ სულისკვეთებას და გეგმებს, რაც გააჩნიათ რადიკალებს. შესაძლებელია, ნამდვილად არის რაღაც ნაწილი გულწრფელად იქ გამოსული, თუმცა დიდი ნაწილი და უმეტესობა ცხადია, საააკაშვილის განცხადებიდანაც დასტურდება, რომ რეალურად აორგანიზებენ რადიკალები და ჩამოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. და კიდე ის მესამე ნაწილი შედეგი თურმე საჭიროა, რომელი შედეგია საჭირო? უკრაინას რა შედეგიც დაუდგა, ის შედეგია საქართველოში საჭირო? ალბათ ამას გულისხმობს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მსჯავრდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე“.