“სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები განაგრძობენ მთავრობანას თამაშს” – მარიამ ლაშხი

“სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები განაგრძობენ მთავრობანას თამაშს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები განაგრძობენ მთავრობანას თამაშს. გვახსოვს ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, პრემიერ-მინისტრის დასახელება და სხვა ყალბი დაპირებები, რომელსაც ხორცი არ შესხმია და არ განხორციელებულა. შესაბამისი ფიასკო ელის ამ ინიციატივასაც და დღევანდელ შეხვედრასაც, რომელიც ე.წ. საბჭოს, თუ ნებისმიერი სხვა სახელის შირმის ქვეშ ყალბი გაერთიანებაა. ამ შეხვედრებს ერთადერთი მიზანი აქვს, ეს არის იმ მუხტის არდაკარგვა, რაც რუსთაველზე და ერთგვარი პიარული ხასიათის მიცემა, რადგან ხედავენ, რომ ხალხი მათ ლიდერებს ნდობას არ უცხადებს.

ეს დესტრუქცია, ერთმანეთის ლანძღვაც მათი ხელწერაა და რა თქმა უნდა, როდესაც ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამას განხორციელება არ ექნება, პოლიტიკურად განულებული და დამარცხებული ძალების ერთგვარი ფაფხურია. ესეც მიმართულია ისევ ხალხთან პიარის მიმართულებით, ვინაიდან ეს მუხტი ხალხისგან არის მიწოდებული და ხალხსაც არ სჯერა მსგავსი ტიპის არც დაპირებების და ვითომ გეგმების შემუშავების, რადგან დაბრძენდა ხალხი და გამოცდილებაც მიიღო, რომ მსგავსი ტიპის ქმედებებს არ ჰქონიათ განხორციელება“, – აღნიშნა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები