არჩილ გორდულაძე: „დიპ სტეიტის“, რომელსაც ჩვენ „გლობალურ ომის პარტიას“ ვუწოდებთ ხოლმე, დამარცხება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი მსოფლიოსთვის

„დიპ სტეიტის“, რომელსაც ჩვენ „გლობალურ ომის პარტიას“ ვუწოდებთ ხოლმე, დამარცხება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი მსოფლიოსთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პოლიტიკასა და მოქმედებებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეძლებს „დიპ სტეიტის“ საბოლოო დამარცხებას და განადგურებას, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და მასში მიმდინარე მოვლენებზეც კი“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები