“საქართველოს ხელისუფლებას და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიუჯეტს, არასდროს არ შეექმნება პრობლემა” – გორდულაძე
“საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ შეექმნება პრობლემა, რომ ნებისმიერი ის პროექტი, რომელსაც ასე შანტაჟით აჩერებენ, დააფინანსოს და ბოლომდე მიიყვანოს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„თავიანთი ნების გამტარებლებში რომ თანხებს ჩაასხამენ, ეს არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. ყველამ კარგად გაითავისოს და გააანალიზოს, თუ რა განცხადებებს აკეთებენ და დაიმახსოვრონ ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიუჯეტს არასდროს არ შეექმნება პრობლემა, რომ ნებისმიერი ის პროექტი, რომელსაც ასე შანტაჟით აჩერებენ დააფინანსოს და ყველა პროექტი ბოლომდე მიიყვანოს. რაც არ უნდა გვაშანტაჟონ ისევ და ისევ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შანტაჟის მიუხედავად ჩვენ სიმართლის გზაზე სიარულს თავს არ დავანებებთ“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.