ზარქუა – მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: ეს არის განწირულის ბოლო მცდელობა, რომ ისევ ქაოსში შეიყვანოს ეს ქვეყანა
“ნუ დავუჯერებთ, გავატაროთ, ჩაივლიან, როგორც შარშანდელი თოვლი. სულ რამდენიმე კვირა დარჩათ”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის მიმართვას გამოეხმაურა, რომელმაც ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
„ეს [მამუკა ხაზარაძის განცხადება] არის განწირულის ბოლო მცდელობა, რომ ისევ ქაოსში შეიყვანოს ეს ქვეყანა. ჯერ თავისი კომპანიები გააჩეროს, გაფიცოს. აბა ერთი ვნახოთ, რომ დაეტყობა თავის ჯიბეს და მერე მოუწოდოს სხვას [გაფიცვისკენ]. ნუ დავუჯერებთ, გავატაროთ, ჩაივლიან როგორც შარშანდელი თოვლი. სულ რამდენიმე კვირა დარჩათ“, – აღნიშნა ზარქუამ.