“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი გერმანიის მიერ საქართველოსთვის 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერებას გამოეხმაურა.
“რეალური საქმე სადაც არის გასაკეთებელი, ბათუმის წყალმომარაგებას ეხება და კიდევ სხვა საკითხებს, იქ გადაწყვიტეს გერმანელებმა, რომ ფულს აღარ მივცემთ ქართველებსო. მაგრამ სამოქალაქო სექტორი, რომელიც უცხოეთიდან შემოსული დავალებების შესრულებაზე არის ორიენტირებული და ნამდვილად არ განიცდიდა დაფინანსების ნაკლებობას საქართველოში, ამ სექტორს კიდევ მოვუმატებთ ჩვენ დაფინანსებას რომ კარგად განახორციელონ ჩვენი აგენტურული მიზნებიო. თუკი რაიმე საქართველოში ქმნის ევროპულ სკეპტიციზმს და ანტიევროპულ განწყობებს, აი მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება საქართველოსადმი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გერმანიის ელჩი რამდენიმე პროექტზე საუბრობს, რომელიც შეჩერდა, მათ შორისაა მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტები, ასევე, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.