“პრეზიდენტთან შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში” – მამუკა ხაზარაძე

“პრეზიდენტთან შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ქვეყანაში გვყავს ჩვენი ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. მოთხოვნა არის იგივე, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და სასწრაფოდ ყველა დაპატიმრებული პოლიტპატიმრის გამოშვება, ნაწამები ადამიანების გამოშვება.

ეს არის კიდევ ერთი შეხვედრა, რათა ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში. მივაღწიოთ საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ამ პროტესტს და არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ მოპარულ არჩევნებს; იმ ხალხთან ერთად, ვინც დღეს აპროტესტებს ტყუილს ამ ქვეყანაში, რუსულ სპეცოპერაციას. სწორედ ეს შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში”, – განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები