“ის, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰქონდა ადგილი, არაერთხელ დადასტურდა” – ზარქუა

“ის, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰქონდა ადგილი, არაერთხელ დადასტურდა”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა და ბუნდესტაგის წევრის, ბეატრიქს ფონ შტორჰის მიმართვას გამოეხმაურა.

„ჩვენ ამას პირდაპირ ვამბობდით, გარკვეული ორგანიზაციები, თანამდებობის პირები ოფიციალურად ჩამოდიოდნენ და მიტინგს გვიწყობდნენ აქ. აგერ გერმანელი დეპუტატი, ბუნდესტაგის წევრი, რომელიც გამოვიდა და თქვა, ჩვენი წარმომადგენლები ანუ გერმანიის ოფიციალური პირები იყვნენ ჩართული საქართველოს შიდა საქმეებში, ისინიც კი აღიარებენ. აი როთები, რომ იყვნენ პირობითად აქ ჩამოსული, აქ რომ მიტინგს გვიწყობდნენ და რევოლუციურ სცენარს, ეს ხომ არაფერში არ წერია, ეს არ არის მეგობრული ჟესტი. ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს და ეს არჩევანია ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ბუნდესტაგის წევრმა, ბეატრიქს ფონ შტორჰიმ თბილისში ოპოზიციის აქციაზე მყოფი მიხაელ როთის ვიდეო გამოაქვეყნა და ილონ მასკს მიმართა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როცა მიხაილ როთი საჯაროდ ცდილობდა საქართველოში არჩევნებში ჩარევას, ის გერმანელ ხალხს მოუწოდებს, გერმანიის არჩევნებში ვითომ და ჩარევის გამო, ილონ მასკი შეიძულონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები