დავით მათიკაშვილი: საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ანტიევროპული განწყობებისგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეები
„ჩვენს ქვეყანაში თუ რამე აღვივებს, თუ რამე ქმნის საერთოდ საფუძველს ანტიევროპული განწყობების, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც გააჩნიათ ცალკეულ ევროპელ ჩინოსნებს საქართველოსთან მიმართებით”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ საკუთარი მოქალაქეები ანტიევროპული განწყობებისგან დაიცვას.
“ის ტყუილი და ცილისწამება, რომელიც პირადად როთისგან მომდინარეობდა საქართველოსთან მიმართებით, ესეც არის ის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომლისგანაც ჩვენი მოქალაქეების დაცვას ვცდილობთ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ სწორედ აი ასეთი ანტიევროპული განწყობებისგან დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა მათიკაშვილმა.