ირაკლი ზარქუა: ეტყობა ეს უსამშობლო ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ მორიგ ჯერზე რევოლუციას ვერ ახდენენ, უკვე ცრუ ტექსტების მოკერება და გავრცელება დაიწყეს ჩვენზე

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქარდს ეხმაურება.

როგორც ზარქუა “ფეისბუქზე” წერს, ხალხის გაბრაზებას ცრუ ტექსტებით ცდილობენ.

“სიცრუე, ტყუილი და ცილისწამება! ეტყობა ეს უსამშობლო ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ მორიგ ჯერზე რევოლუციას ვერ ახდენენ, უკვე ცრუ ტექსტების მოკერება და გავრცელება დაიწყეს ჩვენზე! თუმცა ამას დიდი ხანია აკეთებენ მაგრამ მაინც ეტყობა ცდილობენ ამით გააბრაზონ ხალხი ჩვენზე და ასე შეავსონ რუსთაველის პროსპექტი!

არასოდეს მიკადრებია და ვიკადრებ რომ იქ მდგომ, შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს და სხვა თაობას ასე ვუწოდო! ეს გამორიცხულია! ამით კიდევ ერთხელ დასტურდება რა მძიმე დღეში არიან უსამშობლო NGO-შნიკები, რომ ასეთ სიგიჟეებს წერენ და ავრცელებენ!”,- წერს ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები