გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: ასეთი მოწოდებების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ იმ ზღვარზე არ გაიაროს, რომლის იქით უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

“კანონის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდებები ისჯება საკმაოდ მკაცრი სასჯელით. ვერ ვიტყვი, რომ ეს დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, მაგრამ ასეთი მოწოდებიდან ძალადობრივი დამხობის მოწოდებამდე ერთი ნაბიჯია.

ასეთი მოწოდებების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ იმ ზღვარზე არ გაიაროს, რომლის იქით უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

ცნობისთვის, ხაზარაძემ განაცხადა: „ნებისმიერი ინაუგურაცია, რომელსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩაატარებს იქნება არალეგიტიმური, არასამართლებრივი. ახალ ე.წ. პრეზიდენტს ვერანაირად ვერ უნდა დაემორჩილოს ქართული ჯარი. ქართულმა ჯარმა უარი უნდა განაცხადოს ამ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები