დღეიდან საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის „ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი მოგზაურობას იწყებს
„ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა, ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი შალვა გოგოლაძემ თბილისში ჩამოიტანეს. მშვიდობის ცეცხლი ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს გადაეცა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მშვიდობის ცეცხლი იტალიის დედაქალაქში, რომში სიმბოლურ ცერემონიაზე აინთო.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი – 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება და სპორტის რვა სახეობაში ჩატარდება, რომელსაც სპეციალურად, ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ამით ევროპაში მერვე ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩატარებული ექნება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
ფესტივალის განმავლობაში, საქართველოს 2000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება, რომლებიც, საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად, ერთმანეთს ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეეჯიბრებიან.
ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, ბაკურიანი 2025 ის მასპინძლობა, განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ქვეყანაში ზამთრის ტურიზმისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების კუთხით.