გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაშავდა 200. პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია დაკავებული ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცია საუდის არაბეთიდან, რომელსაც აქვს მუდმივი რეზიდენტის სტატუსი გერმანიაში, სადაც თითქმის ორი ათეული წელია ცხოვრობს. ეჭვმიტანილის ვინაობას ხელისუფლება არ ასახელებს. გერმანული მედია მას თალებ ა-ს უწოდებს.
ეჭვმიტანილი 2020 წლის მარტიდან ბერნბურგში ნარკოდამოკიდებულ დამნაშავეთა სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო კლინიკაში მუშაობდა ფსიქიატრად.
„შვებულებისა და ავადმყოფობის გამო 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან ის სამსახურში არ იმყოფებოდა“, – ნათქვამია დაწესებულების განცხადებაში.
ის ცხოვრობდა წყნარ ქუჩაზე ბერნბურგის ცენტრთან ახლოს, ქალაქი, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს მაგდებურგის სამხრეთით, სამსართულიან კორპუსში.
გერმანიის ხელისუფლებამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი ხელისუფლებისთვის არ იყო ცნობილი, როგორც ისლამისტი.