წყნარი ოკეანის ქვეყანა ვანუატუში, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სამაშველო სააგენტოების ცნობით, ადგილზე, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
გამოცემის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილაში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობა დაზიანდა, კერძოდ, მისი პირველი სართულის ნაწილი ჩამოინგრა.
„პორტ-ვილაში აშშ-ის საელჩო მნიშვნელოვნად დაზიანდა და შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილია“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო პაპუა-ახალ გვინეაში.
მიწისძვრა, დაახლოებით 57,1 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. მთლიანობაში, ძლიერი რყევა 73 ათასამდე ადამიანმა განიცადა.