ჰაიტიში 110 ადამიანი მოკლეს

ჰაიტის დასახლება სიტი-სოლეიში Wharf Jeremie-ის ბანდამ 110 ადამიანი მოკლა. ბანდის ლიდერს, მონელ (მიკანო) ფელიქსს ეჭვი გაუჩნდა, რომ მის შვილს ჯადოქრობით ზიანი მიაყენეს და სწორედ ეს გახდა მასიური მკვლელობების მიზეზი,- ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ფელიქსმა მასიური მკვლელობა მას შემდეგ მოაწყო, რაც უხუცესმა, რომელსაც მან რჩევისთვის მიმართა, ჯურღმულებში ხანში შესული ადამიანები ჯადოქრობაში დაადანაშაულა, რამაც ბანდის ლიდერის შვილის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა. ბანდის წარმომადგენლებმა ერთ დღეს 60, ხოლო მეორე დღეს 50 ადამიანი მოკლეს. ისინი მაჩეტებით და დანებით იყვნენ შეიარაღებულები. ფელიქსის შვილიც გარდაიცვალა.

ცნობისთვის, სიტე-სოლეი არის ჰაიტის დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და საშიში რაიონი. მედიის ცნობით, ქვეყანას დღეს შეიარაღებული ბანდები მართავენ და ქვეყნის ხელისუფლება ამას ვერაფერს უპირისპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები