ზელენსკი: უკრაინა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს მოამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით სანქციების მომზადების შესახებ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბიძგებს ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ“.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ამ სახელმწიფოს არ ეხება.

„უბრალოდ სამარცხვინოა, თუ რას აკეთებენ ისინი ახლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად განსაზღვრავს ვისზე მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და ვისთვის არბევენ საპროტესტო აქციებს“, – განმარტა ზელენსკიმ.

უკრაინის მეთაურმა განაცხადა, რომ კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით, კიევი პარტნიორებთან ერთად „სამართლებრივ რეაქციას“ ამზადებს.

„დავავალე შესაბამისი სანქციების გადაწყვეტილებების მომზადება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები