სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა,- ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად მიმართა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი ჩაშალეს, რათა ქვეყანა კრიზისში ჩაეგდოთ.

„სამხედრო მდგომარეობას ვაცხადებ, რათა დავიცვა თავისუფალი კორეის რესპუბლიკა ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან, რათა აღმოიფხვრას პრო-ჩრდილოკორეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც ჩვენი ხალხის თავისუფლებასა და ბედნიერებას ძარცვავენ. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი კონსტიტუციური წესრიგი“, – აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები