„საქართველოში ებოლას ვირუსი არ დაფიქსირებულა“

საქართველოში ებოლას ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანასთან ერთად საქართველომაც მიიღო კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ებოლას ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში.
“ებოლას ეპიდემია, რომელიც დასავლეთ აფრიკაში არის გავრცელებული, გამოცხადდა გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ყველა სახელმწიფომ მიიღო კონკრეტული დავალება და სამოქმედო გეგმა, რომ ჰქონდეს მზადყოფნა, თუ ასეთი დაავადება დაფიქსირდება. გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველო აქტიურად მონაწილეობს გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების კონცეფციაში, და შესაბამისად, ჩვენც, ჩვენი სამოქმედო გეგმა წარვადგინეთ, ანუ საჭიროების შემთხვევაში, როგორ გავაკეთოთ მაქსიმალურად დაცვა. იმედია, ეს არ დაგვჭირდება”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები